Monday, March 2, 2015

დღე-9
საბოლოოდ გავაანალიზეთ ჩვენს მიერ განვლილი მასალა და გადავიმეორეთ ყველა ის ტექნიკური ნიუანსი თუ როგორ შევდივართ საიტზე ბლოგზე, როგორ ვქმნით კითხვარს, შევასწორეთ დარჩენილი pauerpointisს პრეზენტაციები ან გამოტოვებული გვერდები და მოვისმინეთ პრეზენტაციები
.ნატა ქევხიშვილის პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა,გლობალური დათბობის ფონზე არსებული პრობლემები,თუნდაც საქართველოს მაგალითიდან,როდესაც გვყავს ეკომიგრანტები
.ნათია ბეჭვაიას პრეზენტაცია ასევე საინტერესო და მისაღებია,გეომეტრიული ფიგურები მეხუთე კლასში როდესაც მათ დაიწყეს ამ საკითხის შესწავლა
.მაკა მამასახლისი მუსიკის მასწავლებელი რომლის გამოსვლამ გაგვახალისა,რას ღიღინებენ ადამიანები თავისუფალ დროს
.სოფიკო გაფრინდაშვილი ფრანგულის სპეციალისტი" ტურისტული ძეგლები საფრანგეთში"ისაუბრა საინტერესოდ,დიუმას ცენტრში შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება.მიეცა მიმართულება შექმნას ბუკლეტი ტურისტებისთვის
.მაია მანჯგალაძე რუსი მწერლების ძეგლები თბილისში, პრეზენტატორმა საინტერესოდ წარმოაჩინა უბრალო ადამიანების დამოკიდებულება ამ თემის მიმართ
.მანანა კაპანაძე მათემატიკის მასწავლებელი საინტერესოდ გვესაუბრა წრფივ ორუცნობიანი განტოლებების შესახებ,კარგი პერსპექტიული ახალგაზრდაა
.ნათია შიუკაშვილი ისტორიის მასწავლებელი"ალავერდობა" ნათიამ საინტერესოდ ისაუბრა რჩეულიშვილის ნაწარმოების შესაებ, აქცენტი გააკეთა გაუკუღმართებულ რელიგიურ დღესასწაულებზე,სადაც მონაწილეობას ირებენ სხვადასხვა კონცეფციის წარმომადგენლები.
მაია კაკაურიძე მათემატიკის მასწავლებელი "მინდა კომპიუტერი ვიყიდო".საიტერესოდ ისაუბრა როგორ შეიძლება მოსწავლეებმა თვითონ განსაზღვრონ,როგორ მოიძიონ სახსრები ოჯახში ეკონომიის გაკეთებით,რაზე შეიძლება ეკონომია.
 ნანა დვალი ისტის პედაგოგი "რა ზიანი შეიძლება მოუტანოს კომპიუტერის არასწორად გამოყენებამ მათ ჯანმრთელობას".პროექტი ძალიან საინტერესო და აქტუალურია.

დიდი მადლობა ყურადღებიან ტრეინერს. დახმარებისა და სწავლებისთვის.
სიყვარულით თამარ მაისურაძე.

No comments:

Post a Comment