Saturday, February 7, 2015

პროექტის შინაარსი

       მოსახლეობის ბირთვული იარაღის მიმართ დამოკიდებულების გამოვლენა გამოკითხვის გზით.
       მოსწავლე აღწერს ბირთვის აღნაგობას და მსჯელობს ბირთვული ურთიერთქმედების შესახებ, მოიპოვებს ინფორმაციას ბირთული ენერგიის გამოყენების როგორც მშვიდობიანი ასევე სამხედრო მოზნებისთვის. აანალიზებს შესაძლო საფრთხეებს.
გამოკითხვის გზით ინფორმაციის შეგროვება და თემის შესაბამისი კითხვარის შედგენა. გამოკითხვის გზით რაიმე ინფორმაციის შეგროვებისას უნდა გაითვალისწინოს ორი მომენტი:

  1. ვის უნდა გამოკითხოს;
  2. როგორ გამოკითხოს, ანუ რა კითხვები დაუსვავს და როგორ.
       გამოკითხვის ობიექტების ანუ რესპოდენტების შერჩევა უნდა მოხდეს მიზანმიმართულად.
       შესაძლებელია მოსწავლეები დაიყოს ჯგუფებად. ერთმა ჯგუფმა გამოკითხოს სამოც წელს გადაცილებული ადამიანები, მეორემ მხოლოდ მასწავლებლები, მესამემ ექიმები, მეოთხემ მოსწავლეები.
რაც შეეხება გამოკითხვის პროცესს,მოსწავლეებს კითხვარი წინასწარ უნდა ქონდეთ გამზადებული.თითეული რესპოდენტის პასუხი უნდა ჩაწერონ გარკვევით,ეს ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების ერთ-ერთი გამოვლენაა.გამოკითხვისას ზოგი შეიძენს ამ უნარს ზოგი კი გამოამჟღავნებს.მოსწავლეებმა აუხსნან რესპოდენტებს რომ მათდახმარება სჭირდებათ,აინტერესებთ გულახდილი საუბარი.კითხა იმგვარად უნდა დასვან, რომ პასუხი სიამოვნებიგასცენ.რა თქმა უნდა არც  მადლობის თქმა დაავიწყდეთ.

No comments:

Post a Comment